ჰასან ჰასანოვი
ჰასან ჰასანოვი | |
აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრი | |
---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
7 თებერვალი, 1991 – 4 აპრილი, 1992 | |
წინამორბედი | თანამდებობა შეიქმნა |
მემკვიდრე | ფირუზ მუსტაფაევი |
დაბადებული | 20 ოქტომბერი, 1940 თბილისი, საქართველოს სსრ |
ჰასან ჰასანოვი (აზერ. Həsən Əziz oğlu Həsənov, ჰასან აზიზ ოღლი (ძე) ჰასანოვი; დ. 20 ოქტომბერი, 1940, თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ) — აზერბაიჯანელი საბჭოთა პარტიული და სახელმწიფო მოღვაწე, დიპლომატი. 1963 წლიდან საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის წევრი. თბილისის საპატიო მოქალაქე (2022).[1]
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ჰასან ჰასანოვი დაიბადა 1940 წლის 20 ოქტომბერს თბილისში, მუშის ოჯახში. სწავლობდა თბილისის № 43 საშუალო სკოლაში.[2] 1962 წელს, აზერბაიჯანის პოლიტექნიკური ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ მუშაობდა კომკავშირის ხაზით ბაქოში. 1967-1969 წლებში იყო აზერბაიჯანის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის ინსტრუქტორი. 1969-1971 წლებში იყო კომკავშირის ცენტრალური კომიტეტის პასუხისმგებელი ორგანიზატორი. 1981 წელს ჰასანოვმა დაამთავრა ბაქოს უმაღლესი პარტიული სკოლა. იმავე წელს გახდა აზერბაიჯანის კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის მდივანი, ხოლო 1990 წელს — აზერბაიჯანის სსრ რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე.
არის ავტორი წიგნისა „ნარიმან ნარიმანოვის ეროვნულ-სახელმწიფოებრივი შეხედულებები და მოღვაწეობა“ და პიესის „წერილები ბრიუსელიდან“.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ ქოქოშვილი, დათო (2 ოქტომბერი, 2022). „საპატიო თბილისელის ჯილდო 20 ადამიანს გადაეცა“. netgazeti.ge. ციტირების თარიღი: 3 ოქტომბერი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|access-date=
და|date=
-ში (დახმარება) - ↑ ГАСАНОВ Гасан- БД "Лабиринт"